logo
ENG



ვოლსკის თქმით, სუს-ში პირადი ცხოვრების ანგარიშების მომზადება გვარამიას "შეთხზული ისტორიაა"

02 აგვ 202112:16
3 წუთის საკითხავი
 

გია ვოლსკი აცხადებს, რომ სუს-ის მიერ პირადი ცხოვრების შესახებ მასალის მომზადებაზე ინფორმაცია ნიკა გვარამიას "შეთხზულია".

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი ამბობს, რომ გარკვეულ ძალებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა უნდათ და ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ამას ემსახურება.

„რასაკვირველია, დესტაბილიზაცა რომ გინდა ქვეყანა შექმნა, მედიასაშუალებები არ არის საკმარისი და დასმული შეკითხვები, აუცილებელია დაუცველობის და არასტაბილურობის განცდა შეიქმნას მთელ ქვეყანაში. ასე რომ, არც მოულოდნელი არ იყო, რომ ასეთი შეთხზული ისტორიებით გამოვიდოდა ამ საქმეში აწაფული და საკმაოდ მაღალ თანამდეობებზე ძველ პერიოდში, დასაქმებული ადამიანი.

მეც ვიქნები ნახსენები, თქვენც იქნებით ნახსენები და თვითონ, მისი თავიც იქნება. ვისაც გინდა, ახსენებს", - ამბობს ვოლსკი.

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის საჯარო პირების მიყურადების გზით მათზე ანგარიშებს ამზადებდა. ძირითადად საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე. გვარამიამ ეთერში წაიკითხა დოკუმენტი, რომელიც, მისი თქმით, სუს-ის მომზადებულია. მასში მოთხობილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო და საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების დეტალები. გვარამიას თქმით, ჩანაწერებში ათობით საუბარია მოყვანილი და ასახავს ეს პირები ვის, როდის და რა ვითარებაში შეხვდნენ. ჩანაწერებს შორისაა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის საუბარიც.

ფორმულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ ამაზე "რა თქმა უნდა, კომენტარის გაკეთება არ იგეგმება".


close დახურვა